მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

"ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში დააკავეს. მათ ხელბორკილები ადგილზე დაადეს.

ორივე პოლიტიკოსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ასევე 2 წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება.

მამუკა ხაზარაძე განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო და საბოლოო სიტყვითაც არ უსარგებლია.