მამების საქმის გამგრძელებელი შვილები. ფორმულა ესაუბრა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლთა ოჯახის წევრებს. გმირის - თამაზ ნიკიტინის შვილი საბა ნიკიტინი, რომელიც ფართო საზოგადოებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან გაიცნო და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ებრძვის ოკუპაციას. ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც ომის ვეტერანის შვილია და ხალხმა იმით გაიცნო, რომ აჭარაში, სკოლაში სტენდიდან რუსეთისა და სეპარატისტების დროშები ჩამოხია.