შეტევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით და გარკვეულ რაიონებში. არ უნდა იფიქროთ, რომ ეს არის გრძელი, უწყვეტი ხაზი სამხრეთში. ზოგიერთ ადგილას პირველი ხაზი გავარღვიეთ და ამის შესახებ რობოტინოს გათავისუფლებამდეც ვამბობდით. ზოგიერთ რაიონში კი ეს ხაზი გარღვეული არაა და იქ სხვა სიტუაციაა. სადაც უკვე გადავედით შემდეგ ხაზზე, იქ მტერი გაცილებით უფრო მეტადაა გამაგრებული. ნაღმებთან ერთად, ჩვენ ვხედავთ ბეტონის სიმაგრეებს და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ წინსვლისთვის, მაგრამ ამ სიტუაციაშიც, როდესაც მტერს უფრო მეტი მებრძოლი ჰყავს და მეტი იარაღი აქვს, ჩვენი ძალები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ.
განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.