პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ნერგეეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. მისი თქმით, სადაც იქნება შესაძლებელი პრევენცია, იქ მმართველი პარტია "მაქსიმალურ ზომებს მიიღებს".
ამის შესახებ მან სტიქიის ზონიდან განაცხადა. კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში დღეს ჩავიდა.
"ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს ხელისუფლება ზომებს. კომპენსაციები სადაც არის საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სამუშაოები სტიქიის შედეგების დღეს, ხვალ დასრულდება. საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ სოფლის მოსახლეობას.
ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. რა თქმა უნდა, ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. რაც შეეხება მეტად უნდა გაფართოვდეს ეს სისტემები, დაკვირვების, გაფრთხილების სისტემები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც იქნება შესაძლებელი პრევენცია, იქ მაქსიმალური ზომები უნდა იყოს მიღებული", - თქვა კობახიძემ.
7 თებერვალს, ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.