მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერად გაბრიელ ატალი დაასახელა

მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერად გაბრიელ ატალი დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერმინისტრად გაბრიელ ატალი დაასახელა.

34 წლის ატალი, რომელიც ახლა განათლების მინისტრის პოსტს იკავებს, საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება.

გაბრიელ ატალი ელისაბედ ბორნს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა.

BBC-ის ინფორმაციით, ბორნის გადადგომა, სავარაუდოდ, უკავშირდება საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ევროპის არჩევნების წინ მთავარი გუნდი განაახლოს.