მაკრონი: ვერ დავუშვებთ, რუსეთმა იფიქროს, რომ გაიმარჯვებს

მაკრონი: ვერ დავუშვებთ, რუსეთმა იფიქროს, რომ გაიმარჯვებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას მოუწოდებს, გაზარდოს [იარაღის] წარმოება. მისი თქმით, ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად ცდილობს იარაღის მიწოდება გაზარდოს.

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტრანსფორმაცია, რომელიც დავიწყეთ, რათა უფრო სწრაფად ვუპასუხოთ უკრაინის საჭიროებებს რუსეთის წინააღმდეგ ომში. რუსეთის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების დასასრულს ნიშნავს", - აღნიშნა მან.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკისა და მაკრონს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის მიმდინარე საჭიროებები იყო.