
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის თქმით აშშ-ის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ მას ვლადიმირ პუტინი ატყუდება.
"მე მჯერა, პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, რომ მზად იყო მშვიდობისთვის, ის იტყუებოდა", - განაცხადა მან.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტისას მაკრონმა დასძინა, რომ უკრაინაში ომი წარმოებისთვის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენებით, პუტინი არამხოლოდ ევროპას, არამედ აზიასაც არღვევს.
მისი თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, მიუღებელია და უკიდურესად სერიოზულია.
"არ შეიძლება ერთდროულად განაცხადო, რომ მზად ხარ მოლაპარაკებებისთვის და ამავდროულად თავდასხმებსაც ახორციელებ. ასეთი ორმაგი რიტორიკა დიალოგის შესახებ ნებისმიერი განცხადების არაგულწრფელობაზე მეტყველებს", - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.