მაკრონი: რუსეთი, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში NATO-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხას

მაკრონი: რუსეთი, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში NATO-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხას

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთი, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში NATO-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხას.

ამის შესახებ მაკრონმა პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ არაფორმალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რამდენიმე წელიწადში ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსეთის მხრიდან NATO-ს წევრ ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმისთვის. ყველა ლიდერი თანხმდება იმაზე, რომ მათ არ სურთ ომი რუს ხალხთან", - ამბობს მაკრონი.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

პარიზში, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელეს. ელისეის სასახლეში 20-მდე ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელი კოლეგები სამუშაო შეხვედრაზე ბოლო პერიოდში რუსული აგრესიის ესკალაციის გამო მიიწვია.