ომის დასრულების შემდეგ, ევროპის ახალ ფორმაზე ფიქრი და რუსეთთან ურთერთობის გადახედვა მოგვიწევს. ევროპა ახალი ფორმითა და რეალობით იარსებს, რაც ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას მოითხოვს.
ახლა, ეს, უდავოდ, ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ჩვენი დღევანდელი წესრიგი უსამართლო და არასრულია, რადგან ის მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იქნა ჩაფიქრებული და, შესაბამისად, არ მოიცავს პრობლემებს, რომლებიც შემდგომ გაჩნდა.
ჩვენ წესრიგი გვჭირდება, რომელშიც გარკვეული ქვეყნები სხვების დაბლოკვას ვერ შეძლებენ. შესაბამისად, ეს ბევრად უფრო სამართლიან ორგანოებში უნდა განხორციელდეს, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
განაცხადა საფრანგეთი პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება.