
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა თავიანთი თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაზარდონ.
ის მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს, თავდაცვის დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე მეტი გახადონ.
ეს განცხადება მან ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან საუბრისას გააკეთა, ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ.
"ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსები თავიანთი მშპ-ის ათ პროცენტს ხარჯავენ თავდაცვაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, დავისახოთ მიზანი, დაახლოებით სამი ან 3.5%", - ამბობს ემანუელ მაკრონი.
POLITICO წერს, რომ ამჟამად საფრანგეთი ყოველწლიურად სამხედრო დანახარჯებზე მშპ-ის 2.1%-ს ხარჯავს, რაც სულ ცოტათი აღემატება NATO-ს 2%-ს, დონეს, რომელსაც პარიზმა მხოლოდ გასულ წელს მიაღწია.
2 მარტს ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართა, რომლის მასპინძელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი იყო. შეხვედრას ევროპული სახელმწიფოების 13 პრემიერი და 2 პრეზიდენტი დაესწრო. სამიტზე ისაუბრეს უკრაინაში ომის დასრულებაზე და განახილეს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების გზები.
სამიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა 4 მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაასახელა - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები