მაკრონი: დეკემბერი უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება

მაკრონი: დეკემბერი უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, დეკემბერი უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

"საფრანგეთის და ყველა სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიისგან დასაცავად. შემდეგი თვე გადამწყვეტი იქნება, რადგან უკრაინა კონტრშეტევის გზით საკუთარი მიწების დეოკუპაციას შეეცდება", - აღნიშნა მან.

მაკრონის თქმით, უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ის, შესაძლოა, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს დაეუმუქროს, მათ შორის, საქართველოსაც.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, თუ რუსეთს მოგების საშუალებას მისცემენ, "ევროპაში ახალი იმპერიული სახელმწიფო გაჩნდება".