მაკკლეარი: ვგმობ გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას, უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი

მაკკლეარი: ვგმობ გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას, უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლეარი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას ეხმაურება.

იგი გმობს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოსთხოვს, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

"როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ვგმობ ჩემი მეგობრის, გიორგი ვაშაძის, დაპატიმრებას. მას მომავალ კვირას უნდა შევხვედროდი.

მივწერ წერილს [დიდი ბრიტანეთის] საგარეო საქმეთა მინისტრს და მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას", - წერს მაკკლეარი.

მისი თქმით, ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

"საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს - დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი კორუმპირებული მთავრობის წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს", - თქვა მან.