მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელმაც ჭიათურაში პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, ამბობს, რომ მას არ სურს დაინახოს სხვა ადამიანები, სანამ მაღაროელების პრობლემები არ გადაიჭრება.
"გადავიღალეთ, სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან? ეს უნდათ? ჩვენ არ ვართ მაზოხისტები, არ გვსიამოვნებს ჩვენი ორგანიზმის დაზიანება, ეს არ არის მიღებული, მაგრამ მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნობენ. ერთხელაც არ ყოფილა კომპანიიდან ნება, რომ პირადად, თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც მოემატებინათ თავისით ხელფასი."- ამბობს მაღაროელი, გიორგი კუპატაძე.