
სახელმწიფოებრივი მიდგომა ეს, რაც გააკეთა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა, რომ ერთი მხრივ, როდესაც არის წინასაარჩევნო კამპანია, მეორე მხრივ, როდესაც ვაიპოლიტიკოსებს აქვთ პრეტენზია, რომ ვინმე დევნის მათ და ა.შ. ა ბატონო, ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და თუ გაქვს შესაბამისი რესურსი, გინდა არჩევნები მოიგე და გინდა შესაბამისი შედეგი დადე.
ძალიან კარგი ჟესტია ეს პრეზიდენტის მხრიდან, რომ გამობრძანდით, ბატონებო. ერთი მხრივ, აღსრულდა კანონი, დაარღვიე კანონი და კანონმა იმოქმედა და შესაბამისი სასჯელი სასამართლომ გამოიტანა და მეორე მხრივ, რომ არ თქვან, რომ აი, ციხეში ვიყავით და აბა, როგორ მოვიგებდით არჩევნებსო, გამობრძანდით, 1 თვეა დარჩენილი და თუ გაქვთ რაიმე რესურსი, შედეგი დადეთ 4 ოქტომბერს.
ამბობს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ხალხის ძალის ერთერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე.