მაჭარაშვილი დანიგანზე: ბიოგრაფიაზე მეტად გვაინტერესებს, რა იქნება მისი პოზიციები

ბიოგრაფიაზე მეტად გვაინტერესებს მისი პოზიციები რა იქნება. მთავარი არის ის, რომ მან არ გააგრძელოს ის მავნე პრაქტიკა, რასაც ჰქვია საქართველოსთან ვასალური დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება. დიდი მოლოდინი და იმედი გვაქვს, რომ წინა ელჩის პრაქტიკას გაეცნობა, ასევე ჩვენს, ხალხის ძალის განცხადებებს ყურადღებით გაეცნობა, თუ რა გვქონდა ჩვენ პრობლემა. იმიტომ, რომ ამერიკასთან ჩვენ რა თქმა უნდა, გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები რა თქმა უნდა, ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

განაცხადა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა და ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. აშშ-ის სენატმა საქართველოში ახალ ელჩად დანიგანი მიმდინარე წლის 28 ივლისს დაამტკიცა.