მ/ს "ვარკეთილის" რეაბილიტაციის პერიოდში, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება

მ/ს "ვარკეთილის" რეაბილიტაციის პერიოდში, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის პერიოდში, დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი, რომელიც "მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს."

კერძოდ, N174 ავტობუსი "ვარკეთილის" მეტროსთან, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან და მგზავრებს მეტროსადგურ "სამგორამდე" გადაიყვანეს.

"N174 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ "სამგორის" ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით", - წერია განცხადებაში.