ლუკაშენკომ ორბანი ბელარუსში მიიწვია

ლუკაშენკომ ორბანი ბელარუსში მიიწვია

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ბელარუსში მიიწვია. მოწვევა ორბანს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გადასცა, რომელიც ცოტა ხნის წინ მინსკში იმყოფებოდა.

ლუკაშენკოს თქმით, მზად არის, "ევროპულ ქვეყნებთან დიალოგისთვის" და ორბანის მიწვევის მიზანი "სერიოზული საკითხების განხილვაა".

უნგრეთის პრემიერმინისტრის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ორბანი მიწვევას ევროკავშირის სამიტიდან დაბრუნების შემდეგ განიხილავს.