ლუკაშენკო მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს

ლუკაშენკო მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს

ბელორუსის დიქტატორი, ალექსანდრ ლუკაშენკო ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ლუკაშენკომ, რომელიც ამ წლის იანვარში მეშვიდე ვადით "აირჩიეს", ამავე წინადადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თითქმის 80 წლის ასაკში "კარგად გამოიყურება."

იგი მისი მემკვიდრის საკითხსაც შეეხო.

ლუკაშენკო ირწმუნება, რომ მის შვილს, ნიკოლაის პრეზიდენტობისთვის არ ამზადებს.

"არა, ის მემკვიდრე არ არის. ვიცოდი, რომ ამას მკითხავდით. არა, არა, არა. თავად ჰკითხეთ, შეიძლება ამაზე ძალიან განაწყენდეს კიდეც", - თქვა მან.

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვინც არ უნდა გახდეს ქვეყნის მომდევნო ლიდერი, მან "მაშინვე არაფერი უნდა დაარღვიოს", არამედ უნდა განაგრძოს ქვეყნის განვითარება, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი „რევოლუციური კრახი“.