ლუაზო: არ იყო ფარულობა დაცული, იყო დაშინება, ძალადობა, ეს სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა

არ იყო ფარულობა დაცული. იყო დაშინება, იყო ძალადობა. ეს არის ის, რაც ახლდა არჩევნებს საქართველოში, რაც ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა. ქართველი ხალხია ქუჩაშია და აპროტესტებს იმას, რომ მოჰპარეს არჩევნები. ისინი აფრიალებენ ევროპულ დროშებს და სჯერათ, რომ ჩვენ მათ არ მივატოვებთ, მაგრამ ქართული ოცნება, რომელიც სინამდვილეში არის ქართული კოშმარი - მათ უნდათ, რომ ოპოზიციური პარტიები გააუქმონ. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ხალხს იმედი მივცეთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც იცავს საქართველოს ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ჩვენი სისუსტე არ გახდეს საქართველოს რუსეთისკენ სვლის მიზეზი.

განაცხადა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.