
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიმდინარე კვირაში ლონდონში უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირების მონაწილეობით დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება.
CNN-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელმაც ამერიკელების მხრიდან დასახელებული პირობის - ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება გამორიცხა.
სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს ლონდონში არ გამგზავრების მიზეზად ის დაასახელეს, რომ "ის დაკავებული ადამიანია".
ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე ამერიკელების მხრიდან მონაწილეობას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელონგი მიიღებს.
პარალელურად, Sky News-ის ინფორმაციით, მარკო რუბიოს შემდეგ, ლონდონში დაგეგმილი შეხვედრები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმაც გადადეს.
სავარაუდოდ, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას სხვა მაღალჩინოსნები გაუძღვებიან, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა მაინც აპირებს ლონდონში ჩასვლას და ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლემისთან შეხვედრას.