ლილუაშვილი: რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც საფინანსო სექტორს უფრო მოწყვლადს ხდის

ლილუაშვილი: რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც საფინანსო სექტორს უფრო მოწყვლადს ხდის

გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პრესპექტივები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც.

"ეკონომიკაში დაგროვებულია მძიმე სისტემური რისკები, რომელიც, შესაძლოა, ძალიან მალე გამოვლინდეს და ერთბაშად დაასუსტოს ქვეყნის ფინანსური სისტემა - ამაზე საუბრობს არაერთი საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია.

მაგალითად, ლარის კურსი, პოლიტიკური დაკვეთით ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით - რაც, მხოლოდ საარჩევნო კვირაში, ქვეყანას 100 მლნ. დოლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანად ოქტომბერში იმაზე მეტი რესურსი დაიხარჯა, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში", - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის განმარტებით, რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც 2 ჯერ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყნის საფინანსო სექტორს.

"არჩევნების გაყალბების შედეგად, ოცნების მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც. შეგახსენებთ, რომ ოცნების უგუნურ პოლიტიკას - შვედეთის, კანადის, დიდი ბრიიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ის მხრიდან - 300 მლნ. დოლარამდე ფინანსური დახმარების შეჩერება მოჰყვა. მანამდე კი, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის შედეგად, შეჩერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და მხარდაჭერა 280 მლნ. დოლარის მოცულობით", - განაცხადა გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერმა.

ამასთან, ლილუაშვილი ხაზს უსვამს, რომ ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ოფშორების კანონი, რომელიც 100 პროცენტით გაუმჭვირვალეა და წარმოადგენს შავი ფულის მოძრაობის გამიზნულად შექმნის გზას.