დეკემბერში მივიღეთ სტატუსი, ე.ი. დეკემბერში ითვლებოდა, რომ საქართველო მიდის მყარად ევროატლანტიკური სივრცისკენ, აგრძელებს სვლას, რაც ეჭვგარეშეა და ფაქტი სახეზეა იმ მიღწევებში, იმ რეიტინგებში, სადაც ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა ეჭვს არავის უტოვებს.
როგორ შეიძლება, 4 თვეში ერთმა 6-გვერდიანმა კანონმა საერთაშორისო პოლიტიკური კურსიდან გადაახვევინოს ქვეყანას. ეს ხომ წარმოუდგენელია. თქვენ შეგიძლიათ მითხრა, როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს. დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი.
დეკემბერში ხომ ყველამ აღიარა, ისე ხომ სტატუსს ვერ მისცემდნენ. რა შეიცვალა? გამჭვირვალობამ შეცვალა, გამჭვირვალობის 6-გვერდიანმა კანონმა? როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის საგარეო კურსი, ეს ხომ ნონსენსია? იმდენად პოლიტიზირება მოხდა ამ კანონის მიღება-არმიღების, იმდენად ბევრი პოლიტიკური აქტორი იყო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგვარი ბაბლი შექმნა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში. დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინეთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში.
ამბობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით.