თბილისში, ლილოს დასახლებაში 20 წლის ქალი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.