ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის ორ გამშვებ სისტემას გადასცემს

ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის ორ გამშვებ სისტემას გადასცემს

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ორ გამშვებ სისტემას მიიღებს.

"ლიეტუვამ შეიძინა NASAMS-ის ორი გამშვები მოწყობილობა, რომლებიც გადაეცემა უკრაინას. საჰაერო თავდაცვა არის მთავარი აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლისთვის."- წერს ნაუსედა Twitter-ზე.

ლიეტუვის პრეზიდენტი ელის, რომ ივლისში ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიიღებს უფრო კოლექტიური გადაწყვეტილებებს უკრაინის მხარდასაჭერად.

გიტანას ნაუსედას თქმით, ის დღეს უკრაინას ეწვევა.