ლექსმანი ოცნების ბაზაზე: ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი ქართულ ოცნებას

ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი ქართულ ოცნებას და მათ, ვინც ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურების შესაძლებლობას აძლევს.

წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე და ეხმაურება ქართული ოცნების ინიციატივას, "მუქარასა და შანტაჟში ჩართული ადამიანების" ბაზა შეიქმნას.

დღეს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ აპირებენ იმ ადამიანების საჯარო ბაზის შექმნას, რომელშიც, მისი თქმით, "ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში ჩართულ" ადამიანებს, ასევე მათ სახელებს შეიტანენ, რომლებიც "ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".