ვარშავაში სულ მალე მიხეილ სააკაშვილს დააჯილდოებენ. მესამე პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადაეცემა დიპლომატიასა და ეკონომიკურ საკითხებში შეტანილი წვლილისთვის. ცერემონიას დიპლომატები, ევროპარლამენტარები და საერთაშორისო მედია ესწრება. პოლონეთში იმყოფება დელეგაცია თბილისიდან.