
საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერ მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავება 5 წლით აუკრძალა, შესაბამისად, ის 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გარდა ამისა, მოსამართლემ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 2 წელი პირობითი სასჯელია და მას ასევე 100,000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
დღეს ლე პენი სასამართლომ ვროკავშირის თანხის გაფლანგვის საქმეში დამნაშავედ ცნო, განაჩენი კი რამოდენიმე საათში გამოაცხადა.
ლე პენი და პარტიის 24 სხვა წარმომადგენელი ბრალდებულები არიან იმაში, რომ ევროკავშირის გამოყოფილი თანხა, რომელიც ევროპარლამენტის თანაშემწეებისთვის იყო გათვალისწინებული, გადაიხადეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პარტიისთვის მუშაობდნენ 2004-2016 წლებში.
ლე პენი და დანარჩენი ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ.