ლაზარეს დედა შვილის პატიმრობასა და მოსალოდნელ განაჩენზე

ლაზარეს დედა შვილის პატიმრობასა და მოსალოდნელ განაჩენზე

რეჟიმის პატიმარი განაჩენს ელოდება. ხვალ და 17 ნოემბერს, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე ფინალური სასამართლო სხდომებია. საქმე გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა. სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს საზოგადოებას, გრიგორიადისის მხარდასაჭერად პროცესზე მივიდეს. ემიგრაციიდან თბილისში განაჩენისა და შვილის მოსანახულებლად და გასამხნევებლად დაბრუნდა დაკავებულის დედა, რომელსაც დღეს ფორმულა შეხვდა.