
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსულ-უკრაინულ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის მასპინძლად კვლავ თურქეთს აირჩევს.
"თუ მე მკითხავთ, ისევ ჩვენს თურქ მეგობრებს მივმართავდი - სტამბოლში ძალიან კარგია", - თქვა მან.
თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის მზადაა მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.
"ჩვენ ამას [მოლაპარაკებების მასპინძლობას] ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ, რათა პლანეტაზე მშვიდობა უზრუნველვყოთ", - განაცხადა ფიდანმა.
ფიდანი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, სადაც ის გუშინ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის დროს მათ სტამბოლში 16 მაისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განვითარებული მოვლენები განიხილეს.
არსებული ცნობებით, ფიდანი კვირის ბოლოს კიევში გაემგზავრება.