რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ, 3 ოქტომბერს სოჭში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერებს შეხვდება.
მათი ცნობით, ლავროვი შეხვდება ოკუპირებული რეგიონების ე.წ. პრეზიდენტებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილავენ ორმხირივი ურთიერთობის ფარგლებში რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს.
გარდა ამისა, შეხვედრებზე "მინისტრები" ხელს მოაწერენ უწყებებს შორის 2024-2025 წლებში კონსულტაციების გეგმებს.