ლავროვი: კიშინიოვში დამკვიდრებული რეჟიმი კვალდაკვალ მიჰყვება კიევის რეჟიმს

კიშინიოვში დამკვიდრებული რეჟიმი, რომელიც უბრალოდ კვალდაკვალ მიჰყვება კიევის რეჟიმს, აუქმებს ყველაფერს რუსულს, ახორციელებს რუსული ენის დისკრიმინაციას ყველა სფეროში და უკრაინელებთან ერთად ახორციელებს სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას დნესტრისპირეთზე.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.