ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქართველოს შესახებ EU-ის მინისტრებისთვის წარდგენილ ვარიანტების ფურცელში საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ერთ-ერთი ვარიანტი უნდა იყოს.
"კარგი ნაბიჯია, რომ წარდგენელია დოკუმენტები ვარიანტების შესახებ, თუმცა დოკუმენტებში არ არის ნახსენები რიგი ვარიანტები, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება. ვფიქრობ, დოკუმენტში ეს ვარიანტიც ნახსენები უნდა იყოს.", – განაცხადა მან.
დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოც იქნება. დღევანდელ შეკრებაზე რუსული კანონის გამო საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ბრიუსელის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.
როგორც ცნობილია, მსჯელობა შეეხება მათ შორის რეაგირების მექანიზმებსაც, რომელთა შორისაა - პერსონალური სანქციები, სამთავრობო დაფინანსების შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.