ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის წლის ბოლომდე 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.
"მე შევთავაზე ევროპულ საბჭოს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე შევთანხმდეთ", - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ამასთან, ლაიენი ამბობს, რომ მან მოლაპარაკებები სენატორებთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებთანაც გამართა.
"ჩვენ მათ ავუხსენით, რას ვაკეთებთ და რატომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს ფინანსური სტაბილურობა", - აღნიშნა მან.
გუშინ, ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მისი თქმით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია.