ლაიენი: უარყოფითად აისახება ევროპულ მომავალზე - განვიხილავთ ყველა ვარიანტს

ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. მაგრამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებს და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროპულ მომავალზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებს.

წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისიამ ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს და ღრმა მწუხარება გამოთქვეს.