ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის მიზანი უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობაა და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი.
ამის შესახებ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რადგან ომი გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ასევე უნდა ვეცადოთ, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ [უკრაინელების] წინსვლის გზაზე, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას მხარს მანამ დავუჭერთ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
ჩვენი მიზანია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა [უკრაინაში] და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი. არავის უნდა მშვიდობა უკრაინელებზე მეტად", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.