ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნათესავი ქალის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს.
ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით (გაუპატიურების მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან.
საუბარია 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევაზე. მაშინ კაცს ნათესავები სექსუალური ქმედების მცდელობაში ადანაშაულებდნენ - კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და ქუჩებში გაატარეს. გასულ წელს კაცი დაზარალებულად ცნეს და მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.