ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია.
გარდა ამისა, სპეცოპერაცია მიმდინარეობს თბილისშიც - ფონიჭალაში.