ქუთაისში ერთი კაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს— დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

ქუთაისში ერთი კაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს— დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

ქუთაისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი უ.ბ., რომელსაც ორ ან ორ-ზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1978 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 1975 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს და 1985 წელს დაბადებულ შ.ს.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ზ.ფ. მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაული კი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევის ადგილზე ამოღებულია დანაშაულის იარაღი — დანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით.