ქუთაისში, ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის საწყობში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის საწყობში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მაღაზიათა ქსელ ჯიბეს საწყობში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ - ტერიტორიაზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძრის გაჩენამდე აფეთქების ხმა გაიგეს.