ქუთაისში დაჭრილი კაცი საკრებულოს დეპუტატია

ქუთაისში დაჭრილი კაცი საკრებულოს დეპუტატია

ფორმულას ინფორმაციით, ქუთაისში დაჭრილი კაცი, საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან ზაქრო მამასახლისია. ის ცივი იარაღით დაჭრეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.