ქუთაისში აქციებში მონაწილე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქუთაისში აქციებში მონაწილე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქუთაისში პედაგოგი სოფო როინიშვილი სკოლიდან გაათავისუფლეს.

პედაგოგი მომხდარ ფაქტს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
ინფორმაციას ის თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

"სამსახურიდან გამათავისუფლეს!

ცეცხლი ოლიგარქიას!

დამხობა რეჟიმს!",- წერს პედაგოგი.

როგორც ცნობილია, სოფიო როინიშვილი მე-6 სკოლის დირექტორმა სასტიკი საყვედურის საფუძველზე გაათავისუფლა.