ქუთაისელი აქტივისტის აკაკი საღინაძის ჭიშკარზე წარწერები გააკეთეს - "აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში".
აკაკი საღინაძე ქუთაისში რუსული კანონის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ განაცხადა.
პროტესტი 8 მარტსაც გაგრძელდა. აქციები იყო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.
თბილისში სამართალდამცავებმა მშვიდობიანი აქცია კვლავ წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
შსს-ს ინფორმაციით, 8 მარტის აქციაზე რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს. ბოლო 2 დღეში აქციაზე ჯამში 133 ადამიანია დაკავებული.