ქუთაისის სასამართლომ 4 მაღაროელს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის სასამართლომ 4 მაღაროელს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 მაღაროელს - მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ისინი 29 აპრილს, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

დაკავებულებს 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.