ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გზაზე მოძრავი ავტომობილი ორ სხვა მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.