ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი კლდოვანი მასის ჩამოწოლაა.