ქურდოვანიძე: ცხელ ხაზზე 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია

ქურდოვანიძე: ცხელ ხაზზე 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია

საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

მისივე თქმით, ადვოკატები დაკავებულების ადგილსამყოფელის დაზუსტებას ცდილობენ, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

"ყოველწუთიერად შემოდის ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ცხელ ხაზზე.

29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

ადვოკატები ცდილობენ მათი ადგილსამყოფელის დაზუსტებას. ხშირად ეს მყისიერად ვერ ხდება და სჭირდება გარკვეული დრო მათ მოძებნას.

დაკავებულების მეგობრებო და ოჯახის წევრებო - შეგვატყობინეთ დაკავებულების შესახებ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ სწრაფად შეხვდეს ადვოკატი. არავინ დარჩება ადვოკატის გარეშე.

ამ ნომერზე დაგვირეკეთ - არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზი 577070563", - წერს ქურდოვანიძე.