ჟურნალისტებზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმის ფონზე გაქურდეს ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის ავტომანქანა. წაღებულია მხოლოდ მეხსიერების ბარათი, სხვა ფასეული ნივთებისთვის ხელი არ უხლიათ. ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი დარწმუნებულია, რომ ეს დაშინების მცდელობაა.