ქოჩორაშვილი: შევეცდებით, ჩეხეთთან თამაში უკეთესი და უფრო მაგარი იყოს

ვიდეოს ვნახავთ, განხილვა გვექნება ამ თამაშის და შევეცდებით, შეცდომები რაც იყო [გამოვასწოროთ] და ის კარგი თამაში ჩეხეთთან უკეთესი და უფრო მაგარი იყოს.

თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა თურქეთთან მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე.

EURO 2024-ზე საქართველომ პირველი შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში თურქეთთან 3:1 წააგო. მომდევნო მატჩი 22 ივნისს, 17:00 საათზე, ჩეხეთთან გაიმართება.