ქოჩორაშვილი გულშემატკივარს: ძალიან მიყვარხართ, გულში ხართ ყველა

ვნახე ვიდეოები საქართველოში რაც ხდება და უბრალოდ ისიამოვნეთ ამ მომენტით, იმიტომ, რომ ხშირად არ დგება და ძალიან მიყვარხართ, გულში ხართ ყველა.

[...] დავანახეთ საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია ბოლომდე ბრძოლა და კიდევ შევეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ.

თქვა ისტორიული მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი ქოჩორაშვილმა.