ქოჩორაშვილი: გახარებული ვარ, ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი - იმედია ასე გავაგრძელებთ

ძალიან გახარებულები ვართ პირველ რიგში რომ დავბრუნდით თბილისში, ვითამაშეთ და რა თქმა უნდა ის გამარჯვება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ სრულიად ეკუთვნის იმ გულშემატკივარს, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და ვინც ვერ მოვიდა. გასახდელში უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ ვიცით რომ 2 დღეში თამაში გვაქვს, ეს არ ჩერდება, ყოველდღიურად უნდა მოვუმატოთ. რა შედეგის მიღწევაც ჩვენ გვინდა, ყოველდღიურად წინ უნდა ვიმოძრაოთ, პროგრესი მუდმივია. წინსვლით ყველა ერთად უნდა წავიდეთ... ძალიან გახარებული ვარ, ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი - პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ, როგორც ჩემი გუნდელები, ასევე მეც

განაცხადა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ჩეხეთის გუნდის დამარცხების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.